ოაზისი ბრუნდება

ძმები გალაგერები შერიგდნენ - ოაზისი ბრუნდება

    ნოელ და ლიამ გალაგერების ჩამოყალიბებული ბრიტანული როკ-ჯგუფი "Oasis", 2025 წელს ახალი ტურით გვიბრუნდებიან. ძმებმა ბოლო კონცერტი 2009 წელს გამართეს, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ ოაზისი დაიშალა და ეს მათთვის ბოლო კონცერტი იქნებოდა. დაშლის მიზეზი ძმებს შორის განხეთქილება დასახელდა. ძმებში დაძაბულობა 90-იანი წლებიდან დაიწყო და 2009 წლამდე გაგრძელდა. 16 წლიანი გაწყვეტილი ურთიერთობის შემდეგ შერიგდნენ და ლეგენდარული ბენდი აღადგინეს. 

წყარო:  The Pembrokeshire herald

ფორმის პიკში მყოფი "Oasis"

    ოაზისი 1991 წელს ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში დაარსდა. ოაზისის მთავარ ფიგურებად კი ბრიტანელი მუსიკოსები ლიამ და ნოელ გალაგერები ითვლებიან. მათმა წამოწყებამ, ბრიტანული როკი და ბრიტპოპი სხვა დონეზე აიყვანა. მათი სიმღერები და ალბომები კი მსოფლიოს ჰიტებად ითვლება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომი, რომელიც ბრიტანული ჩარტის ნომერ პირველ ადგილს იკავებდა, 1995 წელს გამოვიდა. სახელად "(What's the Story) Morning Glory?". ამავე ალბომში აქვთ თავიანთი ყველაზე ცნობილი სიმღერა "Wonderwall".
                                                                       წყარო: ოაზისის ვებ-გვერდი  

    ცნობისთვის, ოაზისი 2025 წელს 4 ივლისს კარდიფში, 16 წლის შემდეგ, პირველ  კონცერტს ჩაატარებს და 4 თვის მანძილზე მოივლიან ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: აშშ, კანადა, მექსიკა, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და ა.შ.               


          

ასევე შეგიძლიათ მოუსმინოთ ოაზისის ყველაზე ცნობილ სიმღერას - "Wonderwall" -ს აქ.

Comments

პოპულარული პოსტები