ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, რა ვიცით მასზე ერთი წლით ადრე? - რა შანსები აქვს საქართველოს და სხვა ქვეყნებს მსოფლიოზე?!
ყველასათვის საყვარელი სპორტი ფეხბურთი მომავალ წელს მსოფლიო
ჩემპიონატით დაგვაჯილდოებს. 2026 წლის ზაფხულს, ერთ თვიან საფეხბურთო
ზეიმს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი უმასპინძლებს. მასპინძელი ქვეყნები არიან:
აშშ, მექსიკა და კანადა. ფინალი კი ნიუ-იორკში გაიმართება. ეს
არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც "FIFA" ერთდროულად
სამ ქვეყანაში გამართავს ჩემპიონატს.
ცვლილებები მსოფლიო ჩემპიონატში
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ცვლილებებით დაიწყება, როგორც მოგეხსენებათ
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა 32 ქვეყანამ მიიღო. ეს წესი
შეიცვალა და 32 ქვეყნის მაგივრად 48 ქვეყანას მიეცემა შანსი ჩემპიონატის
მოსაგებად. ქვეყნები 8 ჯგუფის მაგივრად 12 ჯგუფში განაწილდებიან, თითო ჯგუფში 4
ქვეყანა იასპარეზებს. ჯგუფიდან კი პირველ და მეორე ადგილას გასული ქვეყნები
გავლენ, ასევე 8 საუკეთესო მესამე ადგილოსანიც გადავა პლეიოფში. ჯგუფური
ეტაპის შემდეგ გაიმართება 32 ქვეყნისგან შემდგარი პლეიოფი.
საქართველო და მსოფლიო ჩემპიონატი
საქართველოს ოცნება ჯერ კიდევ აუხდენელია. ისტორიის მანძილზე ეროვნულ ნაკრებს
არასდროს უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე. მაგრამ ქართველებს კი, ისინი
საბჭოთა კავშირის სახელით გამოდიოდნენ. დღესდღეობით საქართველოს
ნაკრებს აქვს შანსი კვალიფიცირდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. მაგრამ ეს დავალება
ძალზედ რთული იქნება, რადგან საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩვენთან ერთად იქნებიან
ესპანეთი, ბულგარეთი და თურქეთი.
რა თქმა უნდა, ამ გუნდების დამარცხება არ იქნება მარტივი. რადგან, როგორც
მოგეხსენებათ ესპანეთი გახდა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული,
რაც გულისხმობს იმას რომ ძალზედ ძლიერი გუნდია, ასევე თურქეთი, რომელიც
ახალგაზრდა ტალანტებით და გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. შესაძლებელია
ეს ყველაფერი რთულად ჩანს მაგრამ არა შეუძლებლად, რადგან საქართველოს ნაკრებმა
ეს დაგვიმტკიცა, როდესაც ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით.
საკვალიფიკაციო მატჩები ამავე წლის სექტემბერში დაიწება და ამავე წლის
ნოემბერში დამთავრდება.
ვინ შეიძლება ჩავთვალოდ ფავორიტად ერთი წლით ადრე
2022 წლის შემდეგ ქვეყნების სათამაშო ფორმა მუდმივად იცვლება. მაგრამ არსებობენ
ქვეყნები, რომლებიც სტაბილურად ინარჩუნებენ ფორმას მაგალითად: არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, გერმანია და სხვა მრავალი.
არგენტინის ნაკრები მოქმედ ჩემპიონად გვევლინება და, რა თქმა უნდა, ფავორიტებადაც
კი. ისინი სტაბილურად აგრძელებენ ფეხბურთის თამაშს და ამტკიცებენ სტადიონზეც,
რომ ისინი აუცილებლად იბრძოლებენ, რათა გაიხანგრძლივონ მსოფლიო ჩემპიონობის
სტატუსი. რაც შეეხება საფრანგეთს, ესპანეთს და სხვა ელიტურ ნაკრებებს, ასევე
გააჩნიათ პრეტენზია მსოფლიოს ჩემპიონატის თასზე.
ფავორიტი ძალიან ბევრია, რაც ფეხბურთის მოყვარულებისათვის ცალკე ზეიმია.
მოსალოდნელია ძალიან ბევრი დაძაბული თამაში და სანახაობა, რაც მსოფლიო ჩემპიონატს
არასდროს არ აკლია.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიწვია ფიფას პრეზიდენტი ჯანი
ინფანტინო, სადაც განიხილეს ზოგადად ჩემპიონატის ჩატარების საკითხი და სხვა
მრავალი თემა. პრეს-კონფერენციას, ასევე ესწრებოდა ვიცე-პრეზიდენტიც ვანსი.
ფიფა გამოირჩევა ბრენდინგით, ორგანიზაცია ყოველთვის ცდილობს დასამახსოვრებელი და ნოსტალგიური ვიზუალებით მოხიბლოს საზოგადოება. მაგრამ საზოგადოებამ ახალი 2026 წლის ჩემპიონატის ლოგოს მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა სოციალურ ქსელებში. "ალბათ ყველაზე ცუდი ლოგო რაც კი ოდესმე მინახავს" - წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელ "X" - ზე.
წყარო: იქსის ვებგვერდი
ფიფამ უკვე გამოუშვა მსოფლიო ჩემპიონატის თემატური მუსიკა, რომელიც შეგიძლიათ მოისმინოთ აქ
ცნობისთვის, ფიფა ატარებს მსოფლიო ჩემპიონატს სამ ქვეყანაში ერთად ისტორიაში პირველად. 16 ქალაქი, 48 ნაკრები, 104 თამაში. ოფიციალური გახნა კი 2026 წლის 11 ივნისს იგეგმება და დასრულდება 19 ივლისს.
Comments
Post a Comment