მაუწყებლის თვითრეგულირება
საქართველოს საზაოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირება
მედიის თვითრეგულირება არის მედიასაშუალებების პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, რაც ეფუძნება პროფესიულ ეთიკას, გამჭვირვალობას და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ობიექტური და თავისუფალი ჟურნალისტიკა.
საზოგადოებრივ მაუწყებელში 2004 წლიდან, ე.წ "მაუწყებლობის კანონის" მიღების შემდეგ, დაარსდა სამეურვეო საბჭო. საბჭო 11 წევრისგან შედგება და მათი მთავარი მისიაა უზრუნველყოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, მაღალი ხარისხის, დაბალანსებული, მიუკერძოებელი კონტენტის შექმნა და შიდა რეგულაციების დამტკიცება. საზოგადოებრივ მაუწყებელში თვითრეგულირებისთვის არ გამოიყენება მხოლოდ სამეურვეო საბჭო. ისინი ქმნიან წესდებას, რის მიხედვითაც უნდა გაიკვლიონ გზა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა. საბჭოს არ ევალება ყოველდღიური რედაქციული კონტროლი. ამ ყოველივეს, მაუწყებლის შიდა მექანიზმი განსაზღვრავს. პირველი არხს გააჩნია ე.წ შიდა წესდება, სადაც აღნიშნულია თუ როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, იქამდე სანამ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ესენია:
- საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პრინციპები
- თვითრეგულირების მექანიზმი
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი
- სოციალური ქსელების გამოყენების წესები
სხვა წესები, კოდექსები და პრინციპები, რომლებიც დადგენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
Comments
Post a Comment